ვიტამინი AD3E
საინექციო ხსნარი
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
აღწერა
ვიტამინი AD3E წარმოადგენს A, D3 და E ვიტამინების კომბინირებულ საინექციო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ვიტამინური დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ნაყოფიერების მხარდასაჭერად და ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარების უზრუნველსაყოფად.
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს:
ვიტამინი A – 30 000 სე
ვიტამინი D3 – 40 000 სე
ვიტამინი E – 20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A ხელს უწყობს ზრდას, ეპითელური ქსოვილების, კონიუნქტივისა და რქოვანას ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს როდოფსინის სინთეზში, აუმჯობესებს მხედველობას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების სწორ განვითარებას, კალციუმის შეწოვასა და სისხლში მისი ნორმალური დონის შენარჩუნებას.
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედულ მემბრანებს, ხელს უწყობს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს იმუნურ პასუხს და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ.
სამიზნე სახეობა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი,ცხენი, ღორი, ცხვარი, თხა,ხბო, კვიცი, ბატკანი, თიკანი, გოჭი, ბოცვერი, ბაჭია
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება:
ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
მიკრობული და პარაზიტული დაავადებებისადმი მდგრადობის გასაზრდელად;
მეტაბოლური დარღვევების კორექციისთვის;
ნაყოფიერების პრობლემების დროს;
მამრ და მდედრ ცხოველებში რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად;
კალციუმის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემების დროს;
მაკეობისა და მშობიარობის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისთვის;
ცხოველის საერთო მდგომარეობის, სიცოცხლისუნარიანობისა და ამტანობის გასაუმჯობესებლად.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენება: კუნთში ან კანქვეშ საინექციოდ.
დოზა ერთ ცხოველზე:
|
ცხოველი |
დოზა |
|---|---|
|
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი |
5–6 მლ |
|
ცხენი, ღორი |
3–5 მლ |
|
ცხვარი, თხა |
1–2 მლ |
|
ხბო, კვიცი |
2–3 მლ |
|
ბატკანი, თიკანი, მეძუძური გოჭი |
1 მლ |
|
ასხლეტილი და სარემონტო გოჭი |
1.5 მლ |
|
ბოცვერი |
0.2 მლ |
|
ბაჭია |
0.1 მლ |
პროფილაქტიკისთვის: 2–3 კვირაში ერთხელ.
მკურნალობისთვის: 7–10 დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზების დაცვის შემთხვევაში გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.
სპეციალური გაფრთხილებები
ვიტამინი E-ს მაღალი დოზები შეიძლება ამცირებდეს რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას.
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მაკეობა და ლაქტაცია
იშვიათ შემთხვევებში ვიტამინი E-მ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებელი ვეტერინარული ჩარევა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ვიტამინი E და სელენი ავლენენ სინერგიულ მოქმედებას.
თხევადი პარაფინი და ნეომიცინი ამცირებს A, D და E ვიტამინების შეწოვას.
ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება შეამციროს A ვიტამინის შეწოვა.
ვიტამინი A-ს მაღალმა დოზებმა შეიძლება შეასუსტოს გლუკოკორტიკოიდების ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ფენობარბიტალი და ფერმენტების ინდუქტორები აჩქარებენ D ვიტამინის მეტაბოლიზმს.
ზედოზირება
ზედოზირების შემთხვევაში სპეციალური მკურნალობა საჭირო არ არის.
ლოდინის პერიოდი
არ საჭიროებს.
შენახვის პირობები
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა
100 მლ საინექციო ხსნარი, მოთავსებული მუქი ფერის მინის ფლაკონში, რომელიც დახურულია რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩითა და პირველი გახსნის კონტროლის პლასტმასის თავსახურით. შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
ATCvet კოდი: QA11JA – ვიტამინების კომბინაცია.
მწარმოებელი: შ.პ.ს. ბიოტეკსი საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. №8