აც 555 / AC 555

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი.

 

სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, ხბო, ღორი.

 

მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
 

შემადგენლობა:  პრეპარატი აც 555 - კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება ამოქსიცილინი და  ციპროფლოქსაცინი.      

 

1 გ ფხვნილი შეიცავს: ციპროფლოქსაცინს 200მგ; ამოქსიცილინს 100მგ;

 

გამოყენების ჩვენებები

 

პრეპარატი – აც 555  მოიცავს ფართო სპექტრს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა. გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ისეთი დაავადებების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია: Salmonella, Pasteurella, Clostridum, Staphylococcus, Streptococcus, Haemophilius და სხვა მიერ.

 

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი კარგად გაიწოვება ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფართოდ ვრცელდება ორგანოებსა და ქსოვილებში. მაქსიმალურ კონცეტრაციას აღწევს და ნარჩუნდება 6 საათის, ხოლო თერაპიულ  კონცეტრაციას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში
პრეპარატი - აც 555  გამოიყენება ყველა სახის შინაურ ფრინველში შემდეგი დაავადებების დროს:

 

- სასუნთქი გზების ინფექციების (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სიტემის ინფექციების;
- ფრინველის ქოლერის;
- ქირურგიული ინფექციების, ასევე სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების;
- კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზისა და მიკოპლაზმოზის სამკურნალოდ.

 

გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში; 1გ ლამინირებულ ქაღალდის პაკეტში და 50გ პოლიეთილენის ფლაკონში.

 

გამოყენების წესი და დოზები:

 

პრეპარატი მიიღება პერორალურად, გახსნილი სასმელ წყალში.

 

ფრინველი - 1გ - 4ლ წყალში,  3-5 დღის განმავლობაში.
ხბო, ღორი - 1გ 20კგ ც.წ-ზე დღეში 2-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

 

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ