ინსექტიციდური სატყუარა ბუზების გასანადგურებლად - წყალში ხსნადი მიკროგრანულები
შემადგენლობა:
100 გ შეიცავს:
აცეტამიპრიდი – 10 გ
(Z)-9-ტრიკოზენი (სასქესო ფერომონი) – 0.05 გ
დამხმარე ნივთიერებები – 100 გ-მდე
ფორმა:
თეთრი მიკროგრანულები, წყალში ხსნადი პასტის მისაღებად.
ჩვენებები:
ინსექტიციდური სატყუარა სამოქალაქო და მეცხოველეობის შენობებში ბუზების პოპულაციის კონტროლისთვის. უზრუნველყოფს მიტყუებას, სწრაფ მოქმედებასა და ხანგრძლივ დაცვას.
მოქმედების მექანიზმი:
შეიცავს სამმაგ ატრაქტანტს – ორი საკვები სატყუარა და სასქესო ჰორმონი, რაც უზრუნველყოფს ბუზების მიზიდვას და მყისიერ ლეტალურ ეფექტს. აქტიური ნივთიერება აცეტამიპრიდი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მოქმედების ხანგრძლივობა: 3 თვემდე.
გამოყენების წესი და დოზირება:
ფუნჯით წასმა (პასტის სახით):
250 გ ატტრაქტ პლუსი + 160 მლ წყალი
მიღებული მასა წაისვით მართკუთხედებად (10x30 სმ) 100 მ² ზედაპირზე
რეკომენდირებულია 25–35 ასეთი კვადრატი
შესხურება (სპრეით):
250 გ პრეპარატი + 2 ლ წყალი
გაფრქვიეთ 2 ლიტრი 30 მ² ფართობზე
გაამახვილეთ ყურადღება ადგილებზე, სადაც ბუზები გროვდებიან (კარ-ფანჯრის ჩარჩოები, ნესტიანი ზონები)
შენახვის პირობები:
შეინახეთ დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში 0°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობა: 36 თვე წარმოების დღიდან.
უსაფრთხოების წესები:
არ დაუშვათ მტვრის ან სპრეის ინჰალაცია
მოერიდეთ კანთან ან თვალებთან კონტაქტს – შემთხვევისას ჩამოიბანეთ წყლით
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით
არ გამოიყენოთ ცარიელი შეფუთვა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის
არ გამოიყენოთ მცენარეებსა და ცხოველებზე პირდაპირ
შეფუთვა:
500 გ და 750 გ პლასტმასის ქილები შიდა დამცავი შუასადებით. მარკირებული ეტიკეტით.
მწარმოებელი:
Kwizda Agro GmbH, Universitätsring 6, A-1010 Vienna, Austria
წარმოება: Industria Italiana Integratori TREI S.p.A., იტალია
რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელი: Industria Italiana Integratori TREI S.p.A., იტალია