ბაქ 80 (BAC 80)

Bac 80 სადეზინფექციო ხსნარი

BAC 80 არის მეოთხეული ამონიუმის ჯგუფის ბიოციდური ხსნარი, რომელიც ეფექტურად გამოიყენება წყალგამძლე ზედაპირების რეცხვისა და დეზინფექციისთვის. უზრუნველყოფს ბაქტერიციდულ, ვირულიციდულ (კორონავირუსების ჩათვლით), ფუნგიციდურ და ალგიციდურ აქტივობას.

პროდუქტი არ აზიანებს ზედაპირებს, არ ტოვებს ლაქებს, არის ბიოდეგრადირებადი და ეკომეგობრული. იდეალურია სამედიცინო დაწესებულებებისთვის, კვების მრეწველობის ობიექტებისთვის, რესტორნებისა და სხვა საჯარო სივრცეებისთვის, განსაკუთრებით HACCP სისტემის იმპლემენტაციის დროს.

ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს- მათ შორის ტუბერკულიოზის ჩხირებსაც.

მრავალმხრივი გამოყენება, სახლებში, სასტუმროებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში, პენიტენციურ სისტემებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კვების ობიექტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.

უსუნო, არ ტოვებს ლაქებს და არ საჭიროებს ჩამორეცხვას

ეკოლოგიურად უსაფრთხო და ბიოდეგრადირებადი

პროდუქტი არის კონცენტრატი და საჭიროებს წინასწარ გაზავებას.

მომზადებული სამუშაო ხსნარი ინარჩუნებს ეფექტურობას 2 კვირის განმავლობაში

საუკეთესო შედეგისთვის, დოზირება შეარჩიეთ სპეციალისტის კონსულტაციით.

ძირითადი მახასიათებლები:

  • აქტიური ნივთიერება: ალკილდიმეთილ ბენზალკონიუმის ქლორიდი 8%

  • pH: 8,5 ± 1,4

  • გამოშვების ფორმა: 100 მლ და 1 ლ 

  • დოზირება: 100–300 მლ/მ² ზედაპირის დეზინფექციისთვის

  • შესაფერისია: ლითონის, პლასტმასის და სხვა წყალგამძლე ზედაპირებისთვის

  • ვარგისიანობა: 2 წელი

    მწარმოებელი: შ.პ.ს. ბიოტეკსი, საქართველო
     

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ