კლადაქსა
ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის,
გამოიყენება ძაღლებისა და კატებისთვის.
ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა
შემადგენლობა
პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ამოქსიცილინს ტრიჰიდრატს და კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
სამკურნალო პრეპარატი ხელმისაწვდომია სამი დოზირებით: კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები 40მგ/10მგ, ამოქსიცილინის 40 მგ და კლავულანის მჟავა 10 მგ -ის შემცველობით; კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები, 200 მგ/50 მგ, ამოქსიცილინის 200 მგ და კლავულანის მჟავას 50 მგ და კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები, 400 მგ/100 მგ, შეიცავს ამოქსიცილინს 400 მგ და კლავულანის მჟავას 100 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინები კომბინაციებში.
აღწერა: ვარდისფერი ფერის, არაერთგვაროვანი შეფერილობის მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
ჩვენებები
პრეპარატი კლადაქსა საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება ძაღლებისა და კატების ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის:
- კანის დაავადებები (მათ შორის ღრმა და ზედაპირული პიოდერმია);
- საშარდე გზების ინფექციები;
- ბაქტერიული ეტიოლოგიის რესპირატორული ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზედა და ქვედა სასუნთქ გზებზე;
- ბაქტერიული ეტიოლოგიის ენტერიტი.
უკუჩვენებები
კლადაქსა საღეჭი ტაბლეტების გამოყენება იკრძალება β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ცხოველების მიმართ. პრეპარატი არ უნდა მიეცეს მექვიშიებს, ზღვის გოჭებს, ზაზუნებს, კურდღლებს და შინშილებს.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ შეინიშნება. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება წყდება, ინიშნება ანტიჰისტამინური ან სხვა სიმპტომატური საშუალებები.
სამიზნე სახეობები: ძაღლები, კატები
მიღების წესი, დოზირება
პრეპარატი შეჰყავთ პერორალურად. კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები კატებსა და ძაღლებს ეძლევათ ხელით ან საკვებთან შერევით. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობაზე.
პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დოზით 12,5 მგ (მთლიანი აქტიური ინგრედიენტების საფუძველზე) 1 კგ ცხოველის წონაზე ორჯერ დღეში
ცხოველის მასა (კგ) |
ტაბლეტების რაოდენობა 1 ცხოველზე ორჯერ დღეში |
||
კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები 40 მგ/10 მგ, ცალი |
კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები 200 მგ/50 მგ. ცალი |
კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები 400 მგ/100 მგ, ცალი |
|
1-2 |
½ |
- |
- |
3-5 |
1 |
- |
- |
6-9 |
2 |
- |
- |
10-13 |
3 |
- |
- |
14-18 |
4 |
- |
- |
19-25 |
- |
1 |
- |
26-35 |
- |
1 ½ |
- |
36-50 |
- |
2 |
1 |
50-79 |
- |
3 |
1½ |
≥80 |
- |
- |
2 |
თუ დაავადება რთულად ექვემდებარება მკურნალობას (რესპირატორული ინფექციები), პრეპარატის დოზა უნდა გაიზარდოს 25 მგ/კგ ცხოველის წონაზე დღეში ორჯერ.
პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-7 დღე.
სპეციალური მითითებები:
სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე სახეობისთვის: ქრონიკული ან რეფრაქტერული დაავადებების, განსაკუთრებით ძაღლების ღრმა პიოდერმიის დროს, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 10-28 დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: სპეციფიური არასასურველი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის ეფექტთან პირველი გამოყენებისას ან გამოყენების შეწყვეტისას არ გამოვლენილა.
არ უნდა დაირღვეს პრეპარატის გამოყენების განრიგი, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი თერაპიული ეფექტურობა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ის უნდა მიეცეს რაც შეიძლება მალე. შემდეგი, მკურნალობის კურსი უნდა განახლდეს ინსტრუქციებში მითითებული დოზებითა და რეჟიმით.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომელიც უნდა იქნას მიღებული პირის მიერ, რომელიც ატარებს ვეტერინარული პრეპარატის მიწოდებას ცხოველზე:
სამკურნალო საშუალებებთან მუშაობისას აუცილებელია ვეტერინარული საშუალებების გამოყენებისას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა. პრეპარატთან მუშაობისას არ დალიოთ, მოწიოთ და არ ჭამოთ. პროდუქტის დამუშავების დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
თუ პრეპარატი მოხვდება კანზე და ლორწოვან გარსებზე, ისინი უნდა დაიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით.
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებმა თავი უნდა აარიდონ კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტებთან პირდაპირ კონტაქტს. ალერგიული რეაქციის ან ადამიანის ორგანიზმში პრეპარატის შემთხვევით შეღწევისას უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას (თან იქონიეთ გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი).
მაკეობა და ლაქტაცია: მაკე და მეძუძურ ცხოველებში პრეპარატის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილი სიმპტომები უცნობია.
ურთიერთქმედება: პრეპარატის ერთდროული გამოყენება ბაქტერიოსტატურ ანტიბიოტიკებთან არ არის რეკომენდებული.
დაყოვნების პერიოდი: პრეპარატი არ არის განკუთვნილი პროდუქტიულ ცხოველებსა და ცხენებში გამოსაყენებლად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, წარმოების დღიდან. გამოუყენებელი ტაბლეტის ნახევარი უნდა დაბრუნდეს ბლისტერში და გამოიყენონ 12 საათის განმავლობაში.
აკრძალულია პრეპარატის მიღება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: კლადაქსა საღეჭი ტაბლეტები, 40 მგ/10 მგ და 200 მგ/50 მგ 10 ტაბლეტი ბლისტერზე, შეფუთულია მუყაოს კოლოფებში 1 ან 10 ცალი. კლადაქსა® საღეჭი ტაბლეტები, 400 მგ/100 მგ, 6 ტაბლეტი ბლისტერზე, შეფუთულია მუყაოს კოლოფებში 2 ან 10 ცალი. თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები: კლადაქსა საღეჭი ტაბლეტები უნდა ინახებოდეს მწარმოებლის დალუქულ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, საკვები პროდუქტებისა და საკვებისგან მოშორებით 0°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.