ენროფლოქსი 10%-ანი

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

 

სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი  (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი), ღორი.

 

მწარმოებელი:  ინვესა, ესპანეთი.

 

დამფასოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ენროფლოქსაცინს 100 მგ.

 

გამოყენების ჩვენებები:

 

შინაური ფრინველის  (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი) და ღორის კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, სტრეპტოკოკოზის, მიკოპლაზმოზის, Enteritis nekrotica (ცალკეული და შერეული ინფექციები), ინდაურების Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus, Coriza, Pasteurella, Erysipelotrix-ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე  შერეული ინფექციური დაავადებების და ვირუსული  დაავადებების დროს გვერდითი  ინფექციების სამკურნალოდ.

 

გამოშვების ფორმა: 1მლ მინის ამპულაში, 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.

 

გამოყენების წესი და დოზები:

 

პრეპარატი მიიღება პერორალურად, 0,10მლ/კგ ც.წ-ზე ან 0,5ლ პრეპარატი 1000ლ სასმელ წყალთან განზავებული, 3 დღის განმავლობაში. სალმონელოზის დროს – 5 დღის განმავლობაში.

 

ხსნარს ამზადებენ დღე-ღამური წყლის მოთხოვნილების გათვალისწინებით, მიიღება მხოლოდ პრეპარატის შემცველი წყალი.

 

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას 5-20°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ