ფისტოკლოზანიდი 1500

ფისტოკლოზანიდ 1500 პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.

 

მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1 ბოლუსი შეიცავს:  ოქსიკლოზანიდს 1500 მგ. 

 

გამოყენების ჩვენებები

 

ფისტოკლოზანიდი გამოიყენება ფასციოლოზით, პარამფისტომიდოზებით, მონიეზიოზით, დაავადებული მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრებისა და თხების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: №6 ბოლუსი ბლისტერზე, №5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა:

 

პარამფისტომიდოზები, მონიეზიოზი - 1 ბოლუსი (1500 მგ) 100კგ ც.წ-ზე.   

 

ფასციოლოზი - 1 ბოლუსი (1500 მგ) 150კგ ც.წ-ზე.   

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 20°С ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ